Sunday, June 29, 2014

ტრენინგის მნიშვნელობის დასაბუთება

     დღეს ტრენინგის ბოლო დღეა,გადავხედეთ პორფოლიოს,შევისწავლეთ პიკას ალბომის შექმნა.საინტერესო იყო პრეზენტაციები.შევაჯამეთ პროექტი,მოვისმინეთ რჩევები,ვისაუბრეთ ტრენინგის მნიშვნელობაზე.
   ჩემი აზრით ყველა პედაგოგმა უნდა გაიაროს ეს კურსი რათა გონივრულად და სრულყოფილად დაგეგმოს სასწავლო პროექტი ტრენინგზე მიღებული ცოდნით.გამოვიყენებ სისტემატიურად.ყოველი დღე ნაყოფიერი და შრომატევადი იყო.        არ შემიძლია არ ავღნიშნო ქალბატონ ქეთევან ცერაძის გულისხმიერება და მონდომება.სიამოვნებით მოვისმენდი მის მიერ ჩატარებულ სხვა ტრენინგებსაც.
  ვუსურვებ მას ბედნიერ ცხოვრებას და მრავალ წარმატებას თავის  კარიერაში.

მეცხრე დღე

   დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი იყო.თავდაპირველად  გადავხედეთ პორთფოლიოს. შევისწავლეთ You to be-დან ვიდეოების გადმოტვირთვა,პროექტების პრეზენტაცია.ბოლოს კი ტრენინგი შევაჯამეთ.

Saturday, June 28, 2014

მერვე დღე

    დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის.თავდაპირველად გავიმეორეთ წინა ტრენინგზე შესწავლილი მასალა.დღეს შევისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა,პროექტის პორთფოლიოს გადახედვა,პროექტის პორტფოლიოს გადატანა და ბლოგზე სიის გაჯეტის ჩასმა.

Friday, June 27, 2014

მეშვიდე დღე

  ტრენინგის დაწყებისას გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა.შემდეგ განვსაზღვრეთ დავალებები ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით.
შევისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება.ბოლოს ვიმუშავეთ პროექტის გეგმებზე.
დღევანდელი დღეც ძალიან ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩემთვის.

Sunday, June 22, 2014

მეექვსე დღე

  გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა. განვიხილეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები. ვიმუშავეთ მოსწავლის ბლოგის-გვერდებზე და გაჯეტებზე. შევქმენით მოსწავლის პრეზენტაცია. 

მეხუთე დღე


1. გამეორება:გავიმეორეთ და გავიხსენეთ განვლილი მასალა, რაც ძალიან გვეხმარება ნასწავლის განმტკიცებაში.
 2. გამოყენებული ლიტერატურის შაბლონები : ტრენერმა აგვიხსნა როგორ ხდება გამოყენებული ლიტერატურის და ფოტო - ვიდეო მასალის ჩასმა.
 3. მოსწავლის ნიმუშის ბლოგზე  მუშაობა, გაჯეტები. სურათები, გამოკითხვა, HTM:         ვისწავლეთ გაჯეტებზე მუშაობა. წყობის შეცვლა, თანმიმდევრობის შეცვლა და ა.შ

Saturday, June 7, 2014

ტრენინგის მესამე დღე

    როგორც წესი,ტრენინგი დაიწყო წინა მასალის გამეორებით.  მწვრთნელის დახმარებით გავეცანით პროექტის მიზნის განსაზღვრას,რაც ასე აუცილებელია პროექტის სწორად დაგეგმვის ფორმულირებისათვის.ეს მნიშვნელოვანია მისაღწევ შედეგზე გასვლისათვის.
    ქალბატონი ქეთი გვესაუბრა მიმართულების მიმცემი კითხვების სწორად შერჩევის აუცილებლობაზე და გვასწავლა,როგორ უნდა ჩამოვაყალიბოთ და შევიმუშავოთ თემატური,ზოგადი და შინაარსობრივი კითხვები.
          ამავე დროს დავიწყეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.

Sunday, June 1, 2014

ტრენინგის მეორე დღე

  გავიმეორეთ წინა დღისით ნასწავლი მასალა,ამით განვამტკიცეთ ცოდნა.მწრთვნელმა ჩვენთვის რთული მაგრამ საინტერესო მუშაობისთვის აუცილებელი საკითხები საკმაოდ მარტივად და ამომწურავად გაგვაცნო და შეგვასწავლა.
   ტრენინგი საინტერესო და ნაყოფიერი იყო.დგეს შევისწავლეთ ტექსტის რედაქტირება-ბუკლეტისთვის საჭირო ინსტრუმენტების გაცნობა,ბუკლეტის დამზადება,ბლოგზე მუშაობა და სურათის ჩასმა.

Saturday, May 31, 2014

ტრენინგის პირველი დღე

   თავდაპირველად გავიცანით ერთმანეთი.თბილი და კარგი სიტუაცია იყო ერთმანეთში.მოგვეწონა ერთად მუშაობა.                                                                                         ტრენინგზე გავეცანით კურსის მიზანს და ძალიან მომეწონა.იგი დაგვეხმარება,კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებაში,მოსწავლეთა წარმოსახვის ,შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და საბოლოოდ უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.